სივის გაგზავნა

ვაკანსიები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

„ფინანსური ბიურო“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;  შაბათი: 10:00-დან 15:00-მდე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ანაზღაურება: 400 ლარი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ქოლ-ცენტრში შემომავალი ზარების ოპერირება;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა;
  • მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

 

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.