სივის გაგზავნა

სერვისები

Pre-Text-Collection

Pre-Text-Collection – სესხის დამუშავების ადრეულ ეტაპზე, მოსალოდნელი გართულებებისაცილების მიზნით, ხდება მობილური შეტყობინებებისა და ელექტრონული წერილის გაგზავნა. აღნიშნული პროცედურა უზრუნველყოფს მომხმარებლების სრულ ინფორმირებულობას მათი სესხის სტატუსის შესახებ

Soft Collection

Soft Collection - ის ეტაპზე „ფინანსური ბიურო“-ს თანამშრომელი ინტენსიური სატელეფონო კავშირის საშუალებით მოვალეებს მათზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებს სთავაზობს, რაც მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

Hard Collection

Hard Collection - „ფინანსური ბიურო“-ს თანამშრომლები მსესხებლებს კომპანიაში პირადად ხვდებიან, ასევე, მათ მიერ მითითებულ რეგისტრირებულ მისამართზე მიდიან და უშუალო კონტაქტი აქვთ მათთან. აღნიშნულ ეტაპზე დეტალურად ხდება კლიენტის მდგომარეობის გაცნობა და ხელშეკრულების ფარგლებში, იმ პირობების შეთავაზება, რომელიც მსესხებლებს ვალდებულების შესრულებას მაქსიმალურად შეუმსუბუქებს. 

Drive Collection

Drive Collection – „ფინანსური ბიურო“-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილებით,  ქვეყნის მასშტაბით, კურიერული მომსახურება მიმდინარეობს. კერძოდ, გაფრთხილების წერილების ყველა იმ მსესხებლისთვის ჩაბარება ხდება, რომლებთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ამავდროულად, მათ ყველანაირ პირობებს ვთავაზობთ, რომლებიც სასესხო ვალდებულების მოგვარებაში დაეხმარებათ.  

Legal Collection

Legal Collection - მომხმარებელს  სრულ იურიდიულ მომსახურებას ვთავაზობთ,  მათ შორის, კონსულტაციებს; დოკუმენტაციის სამართლებრივ ანალიზს; წარმომადგენლობას სასამართლოს ყველა ინსტანციაში,  აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და  სხვადასხვა კერძო ან/და საჯარო დაწესებულებაში. ასევე, ვადგენთ იურიდიულ დოკუმენტაციებს  (სარჩელი; შესაგებელი; ნებისმიერი სახის ხელშეკრულება და სხვ.). ვახდენთ სრულყოფილ სასარჩელო (არბიტრაჟი, სასამართლო, გამარტივებული წარმოება) და სააღსრულებლო წარმოებას, რაც  საქმის ყველა ეტაპზე  კონტროლს გულისხმობს.