სივის გაგზავნა

ჩვენ შესახებ

ფინანსური ბიურო 2015 წელს გამოცდილი მმართველი გუნდის მიერ დაარსდა. ჩვენი კომპანია ბაზარზე არსებულ მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს მრავალი წელია ემსახურება. კომპანია მოვალეებსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, მართავს პრობლემურ აქტივებს და სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას. 
ფინანსური ბიურო ახორციელებს ინვესტირებას აქტივების ყიდვის მიმართულებით. კომპანიის მიზანი გამჭვირვალობა და კანონის ფარგლებში მოქმედებაა. მისი რეპუტაცია კი მაღალი სტანდარტებით არის განპირობებული.
ფინანსური ბიუროს მენეჯმენტმა, როგორც საკუთარი მრავალწლიანი, ისე საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, პრობლემური აქტივების მართვის ისეთი ეფექტური სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სესხის დამუშავების ყველა ეტაპს მოიცავს და დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, ცდილობს დაიცვას როგორც კომპანიის, ისე მსესხებლის ინტერესები.

Pre, Soft, Hard, Drive, and Legal Collection სისტემა უზრუნველყოფს სასესხო პორტფელის  მაქსიმალურად  დამუშავებას და ასევე კლიენტის სრულყოფილ ინფორმირებულობას.

ფინანსური ბიურო თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც იცავენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. ამ ჩამონათვალს განეკუთვნება: საქართველოს ბანკი, Vivus.ge, Lendo, Netcredit, Moneza, Mogo, Onlinecredit, Wandoo და სხვ. 

ჩვენი კომპანია, ბაზარზე არსებულთაგან, ყველაზე ფართო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დიდ და პატარა ქალაქებს აერთიანებს. ამ ეტაპზე 25 ფილიალი არსებობს, სადაც 500 ადამიანია დასაქმებული. კომპანია აქტიურად მუშაობს  არსებული ქსელის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.